ელექტრო მაგიდის საგარანტიო პირობები:

 

ელექტრო მაგიდის კარკასზე, ელ ძრავებზე, ვრცელდება საგარანტიო
ვადა პროდუქტის მიწოდებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში.
აღნიშნული პერიოდის მანძილზე ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის
შემთხვევაში მოხდება მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა და
გამოსწორება. ომ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდება ხარვეზის
აღმოფხვრა, გამყიდველი მოადხენს პროდუქტის ახლით
ჩანაცვლებას.
საგარნტიო პერიოდის დროს ყველა სახის საჭირო სამუშაოების
ჩატარება ხდება გამყიდველის პასუხისმგებლობით.
საგარანტიო პირობები არ გავრცელდება იმ შემთხვევაში თუ:
მყიდველი განათავსებს ელექტრო მაგიდას არათანაბარი
(უსწორმასწორო) იატაკის ზედაპირზე;
მყიდველი მოათავსებს მაგიდაზე რეკომენდებულ წონაზე მეტ
სიმძიმეს;
ელექტრო მაგიდას აღმოაჩნდება არასათანადო ექსპლუატაციის კვალი
(გამოწვეული სხვა საგანთან შეჯახებით, მასზე უცხო ნივთის
დაცემით და ა.შ.);
ელექტრო მაგიდის ექსპლუატაციის ადგილზე არ იქნება
უზრუნველყოფილი ფართის სწორი და შესაბამისი
ელექტროსისტემით მომარაგება;

თუ მოხდება მაგიდისა და მისი კარკასის სველი წესით წმენდა. რამაც
შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ჩართვა და ელექტრო მექანიზმის
მწყობრიდან გამოყვანა.